ლიბანის ისტორია
ლიბანის ისტორია მოიცავს ლიბანის არსებობის პერიოდს უძველესი დროიდან დღემდე. ამ ტერიტორიაზე პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო ფინიკია, რომელიც შემდეგში ჯერ ეგვიპტისა და ასურეთის, შემდეგ კი ბაბილონის ხელში გადავიდა. ლიბანი საუკუნეების მანძილზე ხელიდან ხელში გადადიოდა, რის გამოც იგი იყო სპარსეთის, ალექსანდრე მაკედონელის, რომის, სასანიანების, არაბების, თურქების, ჯვაროსნების, მამლუქების, ოსმალებისა და ფრანგების იმპერიათა ხელში. მან საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა 1943 წელს გამოაცხადა, რის შემდეგაც რამდენიმე პოლიტიკური კრიზისისა და რევოლუციის გადატანა მოუხდა.
ანტიკური პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები ძვ.წ. III ათასწლეულში ჩნდება. აქაური დასახლებები ძირითადად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე იყო განლაგებული. მეცნიერთა აზრით, აქაურები წარმომავლობით სემიტები, ან აქადელები უნდა ყოფილიყვნენ. ძველი ბერძნები მათგან მელანს ყიდულობდნენ, რა დროსაც შეარქვეს ფინიკიელები.
ფინიკია როგორც ცენტრალიზებული სახელმწიფო არ არსებობდა და იგი რამდენიმე ქალაქ-სახელმწიფოდ იყო დაყოფილი. მათგან ყველაზე ცნობილია ტვიროსი, ბიბლოსი და სიდონი. ტერიტორიის ბუნებიდან გამომდინარე ფინიკიელები ძირითადად ზღვაოსნობასა და მეტყევეობაზე იყვნენ გადართულნი. მათ სხვა ქვეყნებში გასაყიდად გაჰქონდათ ღვინო, ზეითუნის ზეთი და ხის მასალა, რასაც დიდი შემოსავალი მოჰქონდა.
ფინიკიას ახლო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტესთან, თუმცა ეს კავშირი ძვ.წ. XVII საუკუნეში გაწყდა, მას შემდეგ, რაც ეგვიპტე ჰიქსოსებმა დაიპყრეს. ძვ.წ. XVI საუკუნეში ეგვიპტის ფარაონმა იაჰმეს I-მა გააძევა ჰიქსოსები და დაიპყრო ფინიკია.
ძვ.წ. XII საუკუნეში ფინიკიელებმა ეგვიპტელები გააძევეს, რის შემდეგაც განსაკუთრებით გაძლიერდა ქალაქი ტვიროსი, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობას ამყარებს ისრაელთან, რაც მეფე აჰაბის ფინიკიელ პრინცესაზე ქორწინებაში გამოიხატა.
გაძლიერებულმა ფინიკიელებმა მალევე მოახდინეს კვიპროსის, ჩრდილო აფრიკის, ესპანეთის, სიცილიის, სარდინიისა და კორსიკის კოლონიზაცია. მოგვიანებით, მას კოლონიები გამოეყვნენ, რომელთა გაერთიანებითაც შეიქმნა კართაგენი.
ძვ.წ. 875-608 წლებში ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები მიყოლებით დაიმორჩილა ასურეთის იმპერიამ. ფინიკიელები ყველანაირად ცდილობდნენ დამოუკიდებლობის აღდგენას, მაგრამ ამაოდ. ძვ.წ. VIII საუკუნეში ტვიროსი და ბიბლოსი აჯანყდა, მაგრამ ასურეთის მეფე ტიგლათ-ფილესარ III-მ ამბოხი სასტიკად ჩაახშო და მათ გადასახადები გაუზარდა. ძვ.წ. VII საუკუნეში აჯანყდა ქალაქი სიდონი, რომელიც მეფე ასარხადონმა მიწასთან გაასწორა, მისი მოსახლეობა კი დაიმონა. რამდენიმე წელიწადში, ასურეთის იმპერია გაერთიანებულმა ბაბილონმა და მიდიამ გაანადგურა.
ასურეთი მალევე ჩაანაცვლა ბაბილონმა, რომელთა ბატონობაც კიდევ უფრო უმძიმდა ფინიკიას. ამ ყველაფერს ტვიროსის აჯანყება მოჰყვა, რომელიც ცამეტი წლის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ბაბილონის მეფის ჯარების ალყას. ძვ.წ. 539 წელს, აქემენიანთა სპარსეთის მეფე კიროს II-მ დაიპყრო ბაბილონი, რის შემდეგაც ფინიკია მალევე მიუერთდა სპარსეთს.
მას შემდეგ, რაც სპარსეთის იმპერია ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, ფინიკიაც მისი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. ძვ.წ. 323 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ დაიშალა მისი იმპერიაც, რის შემდეგაც ფინიკია ეგვიპტელი პტოლომეოსების ხელში გადავიდა. დაახლოებით ძვ.წ. 200 წლიდან, ფინიკია სელევკიდებმა დაიპყრეს, ძვ.წ. 64 წელს კი ფინიკიას რომის იმპერია იპყრობს პომპეუსის ლაშქრობით.
რომაელებმა ფინიკია სირიის პროვინციას მიუერთეს. ამით ფინიკიამ არსებობა შეწყვიტა. ძვ.წ. 141 წელს, მესამე პუნიკურ ომში მარცხის შედეგაც განადგურდა ფინიკიური წარმოშობის კართაგენის იმპერიაც. ამის შემდეგ, დაიწყო რომაელთა რამდენიმე საუკუნოვანი ბატონობა ლიბანში.
შუა საუკუნეები და თანამედროვე ეპოქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომის იმპერიის გაყოფის შემდეგ ლიბანის ტერიტორია ბიზანტიის იმპერიას დარჩა, რომლის შემადგენლობაშიც იგი კიდევ რამდენიმე საუკუნის მანძილზე დარჩა. ამ პერიოდში აქ შეიქმნა ანტიოქიის ქრისტიანული საპატრიარქო და გავრცელდა ქრისტიანობა, თუმცა VII საუკუნიდან ბიზანტიას არაბებმა წაართვეს მთელი ჩრდილო აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, მათ შორის ლიბიის ტერიტორიაც, სადაც ელვისებური სისწრაფით გავრცელდა და დამკვიდრდა ისლამი.
იქიდან გამომდინარე, რომ ლიბია ახლოს იყო არაბთა სახალიფოს დედაქალაქ დამასკოსთან, აქაურობა შედარებით უფრო განვითარებული იყო, ვიდრე სხვა პროვინციები. უკვე IX-X საუკუნეებში, ახლო აღმოსავლეთი მთლიანად დაიკავეს თურქ-სელჩუკებმა.
მუსულმანების ქრისტიანულ მიწაზე გაბატონებას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ქრისტიანულ ევროპაში, სადაც XI საუკუნიდან მოყოლებული წმინდა მიწის გამოსახსნელად მიმდინარეობდა მთელი რიგი ჯვაროსნული ლაშქრობებისა. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის (1096-1099) შემდეგ ჯვაროსნებმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დააარსეს რამდენიმე ქრისტიანული სახელმწიფო: იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ედესის საგრაფო და ტრიპოლის საგრაფო. ტრიპოლის საგრაფო თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე მდებარეობდა და 1289 წლამდე იარსება, რის შემდეგაც ეს მიწა კვლავ მუსულმანების, კერძოდ კი მამლუქთა ეგვიპტის ხელში გადავიდა.
სწორედ მამლუქთა ხელში იყო ლიბანი XIII-XVI საუკუნეებში, რა დროსაც აღმოიფხვრა აქ არსებული ქრისტიანული კვალი. 1517 წელს მამლუქთა ეგვიპტეს და მათ შორის ლიბანის ტერიტორიასაც იპყრობენ ოსმალები. ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში ლიბანი XVI-XX საუკუნეების განმავლობაში იყო.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერია დაიშალა, მისი ტერიტორიები კი საფრანგეთმა და ბრიტანეთმა გადაინაწილეს, როგორც სამანდატო ქვეყნები. ამრიგად, საფრანგეთს ლიბანი და სირია შეხვდა, ბრიტანეთს კი იორდანია, ერაყი, ქუვეითი, ისრაელი და პალესტინა. სწორედ ფრანგებმა უწოდეს ამ მიწას პირველად ლიბანი.
1926 წელს შემოიღეს ლიბანის პირველი კონსტიტუცია, რომელიც აბალანსებდა ურთიერთობას ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. 1943 წელს ლიბანმა საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მის დედაქალაქად ტრიპოლი გამოცხადდა და დამყარდა დემოკრატიული რესპუბლიკა. აქედან მოყოლებული ლიბანში არაერთი რევოლუცია, პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი და ამბოხება მოხდა, თუმცაღა საბოლოოდ იგი რეგიონში ერთ-ერთ განვითარებულ და ფინანსურად უზრუნველყოფილ რესპუბლიკად იქცა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Salibi, Kamal. A House of Many Mansions: The History of Lebanon Reconsidered, London: I.B. Tauris, 1988. ISBN 0-520-06517-4
- Salibi, K. Maronite Historians of Medieval Lebanon, Beirut: American University of Beirut, 1959.
- Shehadi, Nadim & Mills Haffar, Dana (eds.), Lebanon: A History of Conflict and Consensus, The Centre for Lebanese Studies in association with I.B. Tauris, 1988.
- Spagnolo, John P. France and Ottoman Lebanon, 1861-1914, London: Ithaca Press, 1977.
- Tanielian, Melanie Schulze (2018). Charity of War: Famine, Humanitarian Aid and World War I in the Middle East. Stanford University Press. ISBN 9781503603523.
- Zamir, Meir. The Formation of Modern Lebanon, Ithaca: Cornell University Press, 1985.
- Lebanon's struggle for Independence (The Political History of Lebanon, 1920–1950); v. 3-4, 1980. ISBN 0-89712-021-3
- Thackston Wheeler, Murder, Mayhem, Pillage and Plunder: The History of the Lebanon in the 18th and 19th Centuries, 1988. ISBN 0-88706-714-X
- Thomas L. Friedman, From Beirut to Jerusalem: One Man's Middle Eastern Odyssey, second edition, Harpers Collins, 1998. ISBN 0-00-653070-2
- Farah, Caesar E. The Politics of Interventionism in Ottoman Lebanon 1830-1861, London: The Centre for Lebanese Studies in association with I.B. Tauris, 2000.
- Fawaz Tarazi, Leila. An Occasion for War: Civil Conflict in Lebanon and Damascus in 1860. London: I.B. Tauris, 1994.
- Fawaz Tarazi, L. Merchants and Migrants in Nineteenth-Century Beirut. Cambridge: Harvard University Press, 1983.
- Khalaf, Samir. Persistence and Change in 19th Century Lebanon: A Sociological Essay, Beirut: American University of Beirut, 1979.
- Khalidi, Tarif. Land Tenure and Social Transformation in the Middle East, Beirut: American University of Beirut, 1984.
- Makdisi, Ussama. The Culture of Sectarianism: Community, History, and Violence in Nineteenth-Century Ottoman Lebanon, Berkeley: University of California Press, 2000.
- Ma'oz Moshe. Ottoman Reforms in Syria and Palestine 1840-1861: The Impact of Tanzimat on Politics and Society, Oxford: Oxford University Press, 1968.